
მთავრობის თავმჯდომარე ჩემპიონებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტსმენები აჭარიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ მათგანს აუცილებლად ექნება მხარდაჭერა.
სპორტის ხელშეწყობა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონიდან უკვე 10-მდე სპორტსმენი გახდა ევროპის ჩემპიონი და 80-მდე – საქართველოს ჩემპიონი. რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ.
გალერეა


