19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
მამუკა მდინარაძე – თორნიკე რიჟვაძეზე: არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა
By

მამუკა მდინარაძე – თორნიკე რიჟვაძეზე: არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გაკეთებული საქმისთვის მადლობა ეკუთვნის.
მდინარაძის თქმით, გუნდის მხრიდან მასზე არათუ მუქარა, კატეგორიული საუბარიც კი არ ყოფილა.
„ამ ხალხს მაინცდამაინც არ მინდა, პასუხი გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს: ჯერ იმ სახლში, სადაც ეს მოხდა, ნამყოფი არასდროს არ ვარ, მასპინძელთანაც მე ასეთი შეხება არ მქონია, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, რამდენჯერმე შევხვედრივართ, მაგრამ იმ კაცთან მე პირადი ნაცნობობაც კი არ მაკავშირებს. რაც შეეხება თორნიკეს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მაგრამ არც უცხოა ნამდვილად, ჩვენ ვმეგობრობდით კიდევაც, თანაგუნდელებიც ვართ და არ მინდა თორნიკეს ვინმემ ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაშიც დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის და თავისი რეგიონის – აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება, რომ ეს დავუკარგოთ ამ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის ამ საქმისთვის, რომელიც ფორმალური არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. არც ერთი ადამიანისგან, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჯერ თვითონ დააბრალეს და მერე ამ დაბრალებულს თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს ვთხოვდით, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი თორნიკესთან არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • No Comments
  • ივლისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *