
By
გიორგი გახარია: ბრძოლისთვის ვარ მზად
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, აცხადებს, რომ იბრძოლებს იქ, სადაც მისი ბრძოლა ყველაზე შედეგიანი იქნება. გახარია აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე ეფექტური მისი ბრიუსელში ყოფნაა.
„ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. აი, ასე, „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები, ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ.
თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ, ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში. ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.