19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
ტრამპი 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს
By

ტრამპი 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბაჰრეინის მემკვიდრე პრინც სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას აღნიშნა, 150-ზე მეტ ქვეყანას ერთ წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.

„ეს ყველასთვის იგივე იქნება, ამ ჯგუფისთვის ერთნაირი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა აპრილში ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფი გამოაცხადა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, კანადას, იაპონიას, მოლდოვას, ბრაზილიასა და სხვებს ტარიფების შესახებ აცნობა, თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან.

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *