
By
ახალი სამუზეუმო სივრცე – პეტრას ციხეზე
პეტრას ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უნიკალურ მოზაიკას უკავია – ექსპონატებს, რომელიც წლების წინ პეტრას ციხეზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი.
მოზაიკის რესტავრაცია, რომელზეც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რესტავრატორებმა და პოლონეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ერთობლივად იმუშავეს, ახლახან დასრულდა. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.
გალერეა

