
By
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის და აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრაციის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკაში, ქვემო სილეზიას ეწვივნენ.
რეგიონებს შორის მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა სასწავლო ვიზიტის შესახებ.
სასწავლო ვიზიტის ფორმატი მოიცავს მხარეთა ადმინისტრაციებს შორის საქმიანობის შესახებ გამოცდილების გაზიარებას და მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.