19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართება
By

ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართება

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 20 ივლისს, ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს.

ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება. 19:00 საათიდან სცენას ადგილობრივი და მოწვეული ბენდები დაიკავებენ. აქვე განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ. ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი აქტივობები პატარებისთვის.

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *