19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ზაფხულის სეზონი იხსნება
By

ზაფხულის სეზონი იხსნება

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი უკვე 4 სეზონის განმავლობაში იწყებს მუშაობას. 20 ივლისიდან ზაფხულის სეზონი იხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სრულ მზადყოფნაშია გონდოლები და ბაბლები ზანკებუდან ჭანჭახამდე გადასაადგილებლად. ორივე სადგური გამართულად მუშაობს,

საბაგიროები უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს, მოგზაურობის მსურველებს, ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. როგორც ვარაუდობენ, ყველაზე მეტი ვიზიტიორი სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ დღეებში იქნება.

საბაგიროებით გასეირნებისას, საინტერესო ხედები და პეიზაჟები იშლება. მსურველებს აბონემენტის შეძენა შეუძლიათ კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას, გასული სეზონების მულტიქარდზეც შეძლებენ.

მთა ჭანჭახიდან ტრანსპორტითა და ქვეითად გადაადილება შესაძლებელია გოდერძის უღელტეხილის, მწვანე ტბის, მთა თეთრობის გავლით ხიხანის ციხის მიმართულებით.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *