19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ტურნირი მინი ფეხბურთში
By

ტურნირი მინი ფეხბურთში

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ნარკოტიკებისგან თავის არიდების და სპორტში მოზარდების ჩართულობის მიზნით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა. სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

პირველ ადგილზე „ბარათაული“ გავიდა, მეორეზე – „მოყვარულები“, მესამე ადგილს „ელვა“ დასჯერდა. მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები რეგიონულ პირველობაზე ასპარეზობას გააგრძელებენ, ხოლო ფინალში გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა.

ფინალურ ასპარეზობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელი მუშაკები ესწრებოდნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *