19 C ბათუმი
Saturday 19th July 2025
ტურნირი მსოფლიო თასზე გრძელდება
By

ტურნირი მსოფლიო თასზე გრძელდება

ბათუმი ფიდეს ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს ჭადრაკში. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. მასში 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე მონაწილეობს.
ტურნირის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია.
შეჯიბრებაზე საქართველოს შვიდი წარმომადგენლიდან ოთხი მერვედფინალში გადავიდა, თუმცა მესამე ეტაპიდან თასისთვის გადათამაშებაში ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე იასპარეზებენ.
– ასეთი ღონისძიება ჩვენთან პირველად ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სპორტსმენებისათვის, ისე, ზოგადად, ჭადრაკის განვითარებისთვის, ახალგაზრდა თაობის ჩართულობისთვის. მასშტაბი დიდია – 46 ქვეყნის 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, – გვითხრა მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *