
By
სტუდენტები უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს პროექტის – „ვიზიტები სახელმწიფო დაწესებულებებში“ ფარგლებში ეწვივნენ.
დავით გაბაიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყნის სახელისუფლებო მოწყობაზე, მისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობის რეგულაციებზე, უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
გალერეა
