„ბეთლემმა“ და „თხილნარმა“ ქულები გაიყვეს
By

„ბეთლემმა“ და „თხილნარმა“ ქულები გაიყვეს

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი ,,მოყვარულთა ლიგა“ დაიწყო, სადაც სხვა გუნდებთან ერთად, ქედის „ბეთლემიც“ გამოდის. ჩემპიონატის სტარტზე ერთმანეთს ქედაში, არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქედის ,,ბეთლემი“ და ხელვაჩაურის ,,თხილნარი“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

მოყვარულთა ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას მიერ.

მოყვარულთა ლიგის საქართველოს საუკეთესო გუნდი, ტრადიციულად, იასპარეზებს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე – UEFA Regions’ Cup და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *