ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის „ა“ დივიზიონში ბელარუსმა გაიმარჯვა
By

ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის „ა“ დივიზიონში ბელარუსმა გაიმარჯვა

18-20 ივლისს ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის „ა“ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობდა, რომელშიც კონტინენტის წამყვანი გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორები საქართველოსა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციები, მხარმჭერი – აჭარის სპორტის დეპარტამენტი და ბათუმის მერია იყვნენ.

ჩემპიონატის მონაწილეებს და გულშემატკივრებს აჭარის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძეს მიესალმა. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის სპორტულ მიღწევებზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აჭარაში სპორტის განვითარების მხარდასაჭერად ხორციელდება.

ღონისძიებაში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. შარშან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ბ“დივიზიონი მოიგო და შესაბამისად, „ა“ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩვენს ქალაქში შვიდი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა, მათთან ერთად, მერვე გუნდად საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა. გუნდები ორ ქვეჯუფში განთავსდნენ. საქართველოს ნაკრებმა ჯამში სამი შეხვედრა ჩაატარა. ესტონეთის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო შვეიცარიასთან დამარცხდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს – პორტუგალიას დაუპირისპირდა და დამარცხდა. მატჩს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.

საბოლოოდ, პირველ ადგილზე ბელარუსის გუნდი გავიდა, მეორეზე

– პორტუგალია, მესამეზე – შვეიცარია. მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნულ ნაკრებს მომავალში წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპორტის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ევროპის მასშტაბის მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირის მასპინძლობა, ხელს შეუწყობს სპორტის სფეროს განვითარებას და მნიშვნელოვან გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე.

– სპორტის ეს სახეობა ძალიან მოსწონს მაყურებელს. სისახარულოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩვენი ქალაქი მასპინძლობს, რაშიც ბევრმა შეიტანა წვლილი – ფეხბურთის ფედერაციებმა, აჭარის მთავრობამ, ქალაქ ბათუმის მერიამ, სპორტის დეპარტამენტმა – აღნიშნა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თორთლაძემ.

ტურნირმა შესანიშნავად ჩაიარა, ბათუმი ნამდვილად იყო მოწოდების სიმაღლეზე – ტრიბუნები ყველა თამაშზე სავსე იყო, ისიამოვნა როგორც ადგილობრივმა გულშემატკივარმა, ისე ბათუმში ჩამოსულმა დამსვენებელმა თუ ტურისტმა. სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქალაქს ნამდვილად უხდება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *