ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა
By

ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა

საქართველოს თასის 1/16-ფინალში ბოლნისის „სიონმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამატებულ დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.

53-ე წუთზე ანგარიში „სიონის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე ლუკა წულუკიძის გადაცემით წონასწორობა ბათუმელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ლევან ხოზრევანიძემ აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

ბათუმელები 111-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ შედევრი გოლით დააწინაურა – მოედნის ცენტრიდან ბურთიანად კარისკენ დაიძრა, გზაზე სამი მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და „დინამო“ წინ გაიყვანა. მაგრამ 120+1-ე წუთზე დათა სიჭინავამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

11-მეტრიანების სერია უკეთესად ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა შეასრულეს (4:1) და საქართველოს თასისთვის ბრძოლას 1/8-ფინალში გააგრძელებენ.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *