
By
დონალდ ტრამპი: კანადის განცხადება მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს
კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს – ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა! ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კანადის პრემიერ-მინისტრ, მარკ კერნის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენ თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – განაცხადა მარკ კერნიმ.