შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისთვის. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორდანიაში.
სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *