
By
გაფრთხილება მოსახლეობას
გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელი რისკების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.