
By
„ბრილი-არტი“ დასკვნითი გამოფენა – ხელოვნების მუზეუმში
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში კერამიკის სიმპოზიუმ „ბრილი-არტის“ დასკვნითი გამოფენა გაიმართა.
„ბრილი-არტი“ სოციალური საწარმოა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში მდებარეობს და ადგილობრივი თიხის რესურსზე დაყრდნობით ქმნის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და ტურისტულ პროგრამებს. პროექტის ავტორია კერამიკის დიზაინერი, ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და სოციალური საწარმოების: „ანდამატის“ და „ბრილი-არტის“ დამფუძნებელი ლია კასპელაშვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის ქართველი კერამიკოსების მიერ იმპორტული კერამიკული მასალებით დამზადებული ნამუშევრები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ასევე, ეხილა სოფელ ბრილის თიხის კვლევის ნიმუშები.
გალერეა


