დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა
By

დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როგორც გამოცემა „როიტერსი“ წერს, მათ შორისაა ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად, კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.
პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე – 35%-იანი, ბრაზილიიდან – 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან – 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დაწესდა.
დონალდ ტრამპის ბრძანებაში იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა მითითებულია 69 სავაჭრო პარტნიორისთვის, ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *