ელდარ შენგელაია გარდაიცვალა
By

ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

 

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ელდარ შენგელაიას ფილმოგრაფიაში არაერთი გამორჩეული ფილმია, მათ შორის: „თეთრი ქარავანი“ (1964), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1969), „შერეკილები“ (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983) და სხვა.
მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
1990-1991 წლებში ელდარ შენგელაია იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. მომდევნო წლებშიც იყო პარლამენტის წევრი, 2008 წლამდე.
2008 წლიდან 2021 წლამდე კი საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეობდა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *