ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებითი საღამო
By

ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებითი საღამო

კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე ქართველი მხატვრის, მუსიკოსის, კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედება ავტორთან ერთად, მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ადგილობრივმა სოლო მომღერლებმა წარმოადგინეს.
– მიხარია რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვარ და გაიმართა საიუბილეო კონცერტი. ეს ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო და დღეს ამიხდა. 60 წლის იუბილეც ამ დარბაზში მქონდა, ასე მოვდივარ ნელ-ნელა და სიმღერ-სიმღერით ვბერდები. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დაესწრო ჩემს საღამოს, იმათაც, ვინც ვერ დაესწრო, მაგრამ ჩემი გულშემატკივარია. მადლობა ადამიანებს, რომელთა სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და რომელიც მასულდგმულებს, – აღნიშნა ნუგზარ ერგემლიძემ. საღამოზე აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა ნუგზარ ერგემლიძეს კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„მუსიკალური ბათუმი 2025“ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას აერთიანებს და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენას, პოპულარიზაციას და როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტიორებისთვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამების შეთავაზებას.

 

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *