
By
თეატრმა პატარებს „შუამთობის “დღესასწაული გაულამაზა
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კურორტ ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, კურორტის დამსვენებლებსა და მოიალაღეებს სპექტაკლები: „ბატის ჭუკი“, „მეფე მასხარა“, „წითელქუდა“ და „სამი გოჭი“ ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე წარუდგინა და პატარების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
თეატრის დასი ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა. მგავსი ინიციატივების მიზანი მაღალმთიან სოფლებში კულტურის ხელმისაწვდომობა, თოჯინური თეატრის პოპულარიზაცია და მომავალი თაობის კულტურულ აქტივობებში ჩართულობის სტიმულირებაა.
გალერეა


