
მარიამმა მასწავლებლები და სკოლა ასახელა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. წელს შუახევის სკოლების ათეულობით კურსდამთავრებულმა სცადა ბედი, მათგან მრავალმა წარმატებით დაძლია საგამოცდო ბარიერი. მათ რიგებშია საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მიქელაძე. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა მიქელაძე აღსაზრდელზე დიდ იმედს ამყარებდა და მანაც მოლოდინი გაუმართლა. სწორედ მის საგანში 60-დან 60 ქულა დააგროვა. მაღალი ქულები დაიმსახურა სხვა საგნებშიც და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი გახდა.
მარიამის წარმატება მისი სიბეჯითის შედეგია თუმცა, მასწავლებლებსაც არ უკარგავს ამაგს და დიდად ემადლიერება მათ.
ცოტნე ცაბაძე