აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 25 ფაქტი გამოვლინდა
By

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 25 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 111 ფაქტი გამოავლინეს.  ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 65  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 25 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში. იმერეთში დაფიქსირდა 18 სამართალდარღვევა, კახეთში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში- 12, სამცხე-ჯავახეთშიც – 12, შიდა ქართლში – 6,  ქვემო ქართლში – 5, გურიაში – 2, 1 სამართალდარღვევა კი გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია 115 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *