რუსეთი გვერდზე რჩება –  სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმება აშშ-ში  
By

რუსეთი გვერდზე რჩება –  სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმება აშშ-ში  

გამოცემა „როიტერის“ ინფორმაციით,  თეთრ სახლში შეხვედრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები,  რუსეთის გვერდის ავლით,  ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან. მათივე ინფორმაციით,  კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება და   განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება.
ცნობისთვის, დღეს, 8 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევისა  და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის   მონაწილეობით,  აშშ-ში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.   შეხვედრის მიზანი – რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.    შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება, რაც მოიცავს ჩარჩო შეთანხმებაზე ხელმოწერას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *