პარლამენტის თავმჯდომარე მზია ამაღლობელის საქმეზე  – „დამნაშავეები იმ დარბაზში ისხდნენ, ელჩების სახით“
By

პარლამენტის თავმჯდომარე მზია ამაღლობელის საქმეზე  – „დამნაშავეები იმ დარბაზში ისხდნენ, ელჩების სახით“

მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას   პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „თუკი სადმე ეძებს მზია ამაღლობელი ან მისი გულშემატკივრები დამნაშავეებს, „რატომ არის ასეთი სასჯელი, ეს დამნაშავეები ისხდნენ იქ , იმ დარბაზში ელჩების სახით, რომლებიც აგულიანებდნენ მზია ამღლობელს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა:
„ახლა, როდესაც ვიხილეთ 24 საელჩოს განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, განაჩენზე,  მათ შორის მანდ ამოვიკითხე საფრანგეთის ელჩის ხელმოწერაც. შეგახსენებთ,  რომ საფრანგეთში მაკრონზე სილის გარტყმისთვის ადამიანს მიუსაჯეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიადანაც მერე ვინაიდან პირმა ითანამშრომლა სასამართლოსთან, აღიარა თავისი დანაშაული – 4 თვე საპატიმრო მსჯავრად განისაზღვრა და 14 თვე – პირობითად. საქართველოში ანალოგიურ შემთხვევაში 24 თვე მიუსაჯა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, იყო ზუსტად ერთი და იგივე შემთხვევა. . . მათ შორის სასჯელიც არის მსგავსი, 18 თვე – საფრანგეთში – 24 თვე -საქართველოში. განსხვავება ის არის,  რომ 4 თვე იყო საფრანგეთში საპატიმრო და 14 არასაპატიმრო, იმის გამო რომ ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, აღიარა პირმა თავისი დანაშაული და ითანამშრომლა, ხოლო საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი. . .  და საფრანგეთის ელჩი ამას უწოდებს არაპროპორციულს“.
შეგახსენებთ,  6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“  და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელზე  წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *