შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
By

შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, – ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოების ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო რუსეთ-საქართველოს ომში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *