
აჭარაში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 233 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 121 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში. იმერეთში დაფიქსირდა 92 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 92, ქვემო ქართლში – 54, შიდა ქართლში – 31, კახეთშიც – 31, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 21, სამცხე-ჯავახეთში – 3.
ასევე, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.