ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა – ისრაელი ერთ-ერთ მათგანს „ჰამასთან“ კავშირში ადანაშაულებს
By

ისრაელის საჰაერო დარტყმებს „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა – ისრაელი ერთ-ერთ მათგანს „ჰამასთან“ კავშირში ადანაშაულებს

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, – ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ-შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელის მხრიდან ემუქრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ-შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის“ ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.
„ალ ჯაზირამ“ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ანას ალ-შარიფი ღაზას ერთ-ერთი უმამაცესი ჟურნალისტი იყო და რომ მასზე თავდასხმა „ღაზას ოკუპაციის მოლოდინში ხმების ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობა იყო“.

 

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *