
By
ადგილობრივ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატები უკვე წარდგენილია
გუშინ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. დედაქალაქის მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა კახა კალაძე დაასახელა. წარდგენილია მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატიც. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნებში, მათ დამაჯერებელი გამარჯვება 64-ვე მუნიციპალიტეტში ელოდებათ.