
By
საქველმოქმედო შოუ – ყინულზე
ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ყინულის სასახლეში, საქართველოში პირველად, სანახაობრივი შოუ – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გაიმართა. როგორც ცენტრის დორექტორმა უჩა აბრამიშვილმა გვითხრა, ღონისძიება მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა მთლიანად სალიბაურის წმინდა თამარის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხა. შოუში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები – მოციგურავეები, მსახიობები მონაწილეობდნენ. უჩა აბრამიშვილის თქმით, სპორტული ცენტრი ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას კვლავაც მიიღებს.
მანანა ძიძიშვილი