რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს – არის მსხვერპლი
By

რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სარაკეტო საფრთხის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე პერსონალს სათანადოდ ეცნობა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, აღჭურვილ თავშესაფრებში გადაადგილებისას, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი კასეტური საბრძოლო მასალის ზემოქმედების ზონაში აღმოჩნდა“, – აცხადებენ უკრაინის სახმელეთო ჯარების პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, კიდევ 12-მა სამხედრო მოსამსახურემ კი სამედიცინო დაწესებულებებს აკუსტიკური ტრავმისა და მწვავე სტრესის ჩივილებით მიმართა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *