ღაზაში შიმშილობის შესაჩერებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო
By

ღაზაში შიმშილობის შესაჩერებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო

ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.
„შიმშილობა ჩვენ თვალწინ ხდება. შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მისცეს. ყველა გამშვები პუნქტი და მარშრუტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ლატვიის, იტალიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ. ასევე, განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმაც.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *