„კლიმატის ცვლილება და მისგან მომდინარე საფრთხეები“
By

 „კლიმატის ცვლილება და მისგან მომდინარე საფრთხეები“

ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეთა კლუბის ფარგლებში გაიმართა  შეხვედრა თემაზე „კლიმატის ცვლილება და მისგან მომდინარე საფრთხეები“. შეხვედრას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგი ნარგული ასანიძე.
ახალგაზრდებმა სპეციალისტთან ერთად განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და მისი შესაძლო საფრთხეები, იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელის გია ჩხაიძის უშუალო ფასილიტაციით შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება გადადგან კონკრეტული ნაბიჯები გარემოს დაცვის მიმართულებით, შეცვალონ გარემოსადმი დამოკიდებულება და ჩამოუყალიბდეთ გარემოზე ზრუნვის კულტურა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *