
By
ბათუმში ავტოსატრანსპორტო გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 4 მსხვილ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახდენენ. კონტროლი ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად.