„შუამთობა“ – სარიჩაირსა და დიდვაკეში
By

„შუამთობა“ – სარიჩაირსა და დიდვაკეში

აგვისტო აჭარის მთიანეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის „შუამთობის“ ზეიმობის თვეა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც აღნიშნავს. ქედელი მემთეურები ზაფხულს ადიგენის, ხულოს, ქობულეთისა და შუახევის ტერიტორიებზეც ატარებენ. ეს მთებია: ჯაზიგორი, სარიჩაირი, თაგინური, კვესაური (ჩირუხი) და ქედის ტერიტორიაზე არსებული ალპური საძოვრები: დიდვაკე, ნაკონაღვარი, ლაშე, სასადილო, ნაგაზი, ლოდიძირი.
ამჯერად „შუამთობა“ მთა სარიჩაირსა და დიდვაკეში აღნიშნეს. ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამ მთებში გამართულ ზეიმს დაესწრნენ, მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მთის ტრადიციების შენარჩუნებისთვის.
საზეიმო პროგრამა ქედის კულტურის ცენტრის ბენდისა და ცხმორისის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებს მიჰყავდათ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *