
მამუკა მდინარაძე – ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ მმართველ გუნდს არ აქვს გადაწყვეტილი, მოიწვევენ თუ არა ეუთო-ოდირს არჩევნების დასაკვირვებლად.
მისი თქმით, თავად ეუთო-ოდირმაც არ გამოხატა დიდი სურვილი, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დაკვირვებოდა.
„ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა – გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო – ოდირიც ამბობს, დაგვიანდა ეს ყველაფერიო. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით. არც კი და არც არა კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში. ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ. დიდად არც იმის პრობლემა გვაქვს, რომ იყოს ან არ იყოს. წარმოუდგენელია, რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით. არ ვგეგმავთ (მიმართვას) და არც ის მომენტი არ გვაქვს, რომ არ დავგეგმოთ. შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა. ეს დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე,“ – განაცხადა მდინარაძემ.