დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო
By

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ევროპელ ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო.

„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამორჩეულ სტუმრებთან: უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტთან ალექსანდრ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან, ევროპული კომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან თეთრ სახლში, რომელიც დასრულდა შემდგომი შეხვედრით ოვალურ ოფისში. შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინაციით. ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთ-უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრების დასასრულს დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე შეხვედრის მოწყობა შესათანხმებელ ადგილას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ ორი პრეზიდენტი და მე“, – წერს ტრამპი.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *