დაკავება თბილისსა და რეგიონებში
By

დაკავება თბილისსა და რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 37 პირი დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *