ეწნარას უბანში ბეტონის საფარი დააგეს
By

ეწნარას უბანში ბეტონის საფარი დააგეს

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებში მისასვლელი და შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელი რაქვთა იმ დასახლებების ჩამონათვალშია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით ეწნარას უბანში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დააგეს.

რაქვთის მსგავსად, ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფლებში არსებული საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების ამოყვანა გრძელდება.

– ხულოს რაიონის სოფლებში წელს 140-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მთის მკაცრი კლიმატი არ გვანებივრებს, თუმცა თვითმმართველობის ორგანოები, კონკურსში გამარჯვებული კომპანიები ვცდილობთ, ყველა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დავასრულოთ,- გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *