
შეთანხმების საფუძველზე, ჰონდურასი და უგანდა შეერთებული შტატებიდან დეპორტირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიიღებენ
ამერიკი შეესრთებულმა შტატებმა ჰონდურასთან და უგანდასთან მიგრაციულ შეთანხმებას მიაღწია. ჰონდურასი და უგანდა დათანხმდნენ აშშ-დან დეპორტირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, უგანდა დათანხმდა, მიიღოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტები, რომლებმაც თავშესაფარი აშშ-მექსიკის საზღვარზე მოითხოვეს. უცნობია, რა რაოდენობის მიგრანტს მიიღებს ქვეყანა. ამასთან, უგანდა მიიღებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც კრიმინალური წარსული არ აქვთ. ჰონდურასი კი თანახმაა, მიიღოს აშშ-დან დეპორტირებული რამდენიმე ასეული მიგრანტი, რომლებიც წარმოშობით ესპანურენოვანი ქვეყნებიდან არიან.
შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია და ამ ეტაპზე დაახლოებით ათმა ქვეყანამ განაცხადა თანხმობა, მიიღოს აშშ-დან დეპორტირებული სხვა ქვეყნების მოქალაქეები.