ბელარუსი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ
By

ბელარუსი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ

ბელარუსი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ლუკაშენკომ ირანელ კოლეგასთან გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანი, თბილი და კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ მხარეებმა მიაღწიეს კარგ შედეგებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს.

„ამ ნაბიჯების კარგი შედეგი იქნება, თუ ჩვენ უახლოეს პერიოდში, როგორც შევთანხმდით პრეზიდენტთან, მოვამზადებთ და ხელს მოვაწერთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშნეკომ.

ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ირანს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს. ბელარუსის ლიდერმა ეკონომიკური ტერორიზმი უწოდა მინსკისა და თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და თქვა, რომ ბელარუსი მხარს უჭერს ირანის ლეგიტიმურ უფლებას, განავითაროს მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკა.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას ირანის ატომურ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ ირანი მზად არის, „უკანონო დასავლური სანქციების ნეიტრალიზაციისთვის“ ბელარუსთან ითანამშრომლოს.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *