ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო
By

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ქალაქ ღაზის დაკავებას მოიცავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი აცხადებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ეფი დერფინი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც „ჰამასსა“ და ისრაელელ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, ისრაელმა დაიწყო ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა და დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“. მისი განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებენ ქალაქის გარეუბნებს. ორი ბრიგადა ზეიტუნის დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს, ერთი კი – ჯაბალიაში.

„ჩვენ არ ველოდებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი ოპერაციები და ღაზაზე თავდასხმის პირველი ეტაპები, და უკვე ახლავე, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები კონტროლს უწევენ ღაზის გარეუბნებს. ჩვენ გავაღრმავებთ თავდასხმას „ჰამასზე“ ღაზაში, რომელიც ამ ტერორისტული ორგანიზაციის მთავრობის და სამხედრო ტერორის თავშესაფარია. ჩვენ გავაძლიერებთ დარტყმებს ტერორისტული ინფრასტრუქტურის მიმართ როგორც მიწაზე, ისე მიწისქვეშ და შევაჩერებთ მოსახლეობის დამოკიდებულებას „ჰამასზე“, – განაცხადა დეფრინმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ გააფრთხილებენ.

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *