
ცოტნე ანანიძე – ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, ქართულ ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიები ურთიერთბრალდების რეჟიმზე არიან გადასული.
„რა ხდება ოპოზიციაში, სადაც მთავარი დაპირება კოალიციური მთავრობის ფორმირება იყო:
1. ნაცები ამბობენ, რომ „ახლები“ გაურიგდნენ ოცნებას და გავიდნენ ნაცებიდან
2. „ახლები“ ამბობენ, რომ „ლელო“ და „გახარია“ გაურიგდა ოცნებას და ამიტომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
3. „ლელო“ და „გახარია“ ამბობს, რომ „ნაცებმა“ და „ახლებმა“ უარი თქვეს „ოცნებასთან“ ბრძოლაზე.
შესაბამისად, ოპოზიციური ერთობა იყო და არის საარჩევნო ფარსი,“ – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.