
By
უკრაინის მიმართულებით 104 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს
რუსეთმა ღამით, უკრაინის მიმართულებით, 104 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უკრაინამ 76-ის ჩამოგდება მოახერხა. რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა სუმის რეგიონზე. თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები. დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით რუსეთის ექვს რეგიონში 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, კერძოდ, შვიდი სმოლენსკის რეგიონში, ექვსი ბრიანსკის, ხოლო ორიოლისა და მოსკოვის რეგიონებში – სამ-სამი.