მედალოსან კურსდამთავრებულებს შეხვდნენ
By

მედალოსან კურსდამთავრებულებს შეხვდნენ

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გასული სასწავლო წლის შედეგებით, 25 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ჰყავდათ.  მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  ქედის მუნიციპალიტეტის მერია  თითოეულ მედალოსანს ერთჯერადად 800-800 ლარის  ფულად ჯილდოს გადასცემს.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა 2023 წლიდან ხორციელდება და ყოველ წელს წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. ეს ახალგაზრდები სამაგალითონი არიან მომავალი თაობისთვის, მათი წარმატება, ცოდნა და მიზანდასახულობა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
მედალოსან კურსდამთავრებულებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძე,  ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია შეხვდნენ და მადლობის ბარათები გადასცეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *