10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა
By

10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა.

ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.

„აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში. დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *