აჭარაში ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო
By

აჭარაში ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით  მკვდარი ცხოველების  მეპატრონეზე კომპენსაცია გასცა.   ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №332 დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული. დადგენილება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს  სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ცხოველის ჯილეხით  სიკვდილის შემთხვევაში.

მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით  ჯილეხი დადასტურდა.  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,  მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, მიიღო კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილება.

 

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *