
„თუ რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებს, ამას შედეგები მოჰყვება“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ, უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში წარმატებნულ ვიზიტზე, ასევე ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვან შეხვედრებზე და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციაზე ისაუბრა.
„თითოეულ შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა გავიმეორე უკრაინის პოზიცია, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, იურიდიულად სავალდებულო და ეფექტური. ისინი უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი, სამხედრო, დიპლომატიური, იურიდიული და სხვა დონეების ჩათვლით. ყველანი ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ უკრაინის არმია ნებისმიერი ასეთი გარანტიის ფუნდამენტური დონეა, ამიტომ მისი მაქსიმალური გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნა სიბიგამ და დასძინა, რომ
უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ შემდეგი ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში და გეოგრაფიულ არეალში. მზად ვართ, ბოლო მოვუღოთ მკვლელობებს და შანსი მივცეთ დიპლომატიას. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს სამუდამოდ ვერ მოითრევს. თუ რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ მნიშვნელოვან, კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ამას შედეგები მოჰყვება: სანქციების მკვეთრი გაზრდა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა სიბიგამ.