
By
ირაკლი ცეცხლაძე მოსახლეობას შეხვდა
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან დაიწყო.
დღეს წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, ქობულეთში, კომახიძის ქუჩა N100-ში მცხოვრებ მოქალაქეებს ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე შეხვდა და საინფორმაციო ბარათები გადასცა.
„გავაცანით ჩვენი გეგმები, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია, ქობულეთი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, სტუმრებისთვის. მჯერა ყველა საკითხი, გამოწვევა და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული, საბოლოოდ მივა იმ შედეგამდე, რაც პირველ რიგში, ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობაზე აისახება“ – წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ირაკლი ცეცხლაძე.